აშშ უკრაინას დამატებით, $200 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარებას უგზავნის

აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პენტაგონმა გამოაცხადა.

პაკეტშია საბრძოლო მასალები Patriot-ისა HIMARS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე, ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა და სისტემები; 155მმ და 105მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, 120 მმ-იანი სატანკო საბრძოლო მასალა. სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური მომსახურება და სხვა აღჭურვილობა.
 

Reuters-ი  8 აგვისტოს წერდა, რომ აშშ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფას იწყებს მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა.
 
პენტაგონის მონაცემებით, 25 ივლისის მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 43,7 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.