უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მადლობას უხდის ახალი სამხედრო მხარდაჭერისთვის. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter გვერდზე გავრცელდა.
- „მადლობას ვუხდი ჯოზეფ ბაიდენს, აშშ-ის კონგრესსა და ამერიკელ ხალხს ახალი, 200 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტისთვის. საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საარტილერიო საბრძოლო მასალები, ნაღმების გამწმენდი სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის ძალებს. კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი საერთო გამარჯვებისკენ!“ წერს ზელენსკი.
აშშ-მ უკრაინას 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პენტაგონმა გამოაცხადა.