გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა თვითმფრინავის პრობლემების გამო, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ფიჯიზე ერთკვირიანი ვიზიტი გააუქმა.
იგეგმებოდა, რომ ბერბოკი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში კომერციული რეისით გაფრინდებოდა, მაგრამ მოგზაურობა ბოლო მომენტში გაუქმდა.
აბუ დაბიდან აფრენის მეორე მცდელობისას, ბერბოკის სამთავრობო თვითმფრინავს შეექმნა იგივე პრობლემები, როგორც პირველი აფრენისას. თვითმფრინავის კაპიტანმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავსტრალიაში ფრენა ამ თვითმფრინავით განხორციელებულიყო.
აბუ დაბიში იძულებითი გაჩერების დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მის კოლეგასთან.
გასულ წელს ბერბოკს ცუდი ამინდის გამო, ასევე მოუწია ბრიტანელ კოლეგასთან, ჯეიმს კლერლისთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება.