ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 13 აგვისტოს გაქცეული გურგენ კირაკოსიანის დასაკავებლად, სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს.
Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Apsnypress იუწყება.
დრანდის იზოლატორიდან გაქცეული გურგენ კირაკოსიანი მკვლელობისთვის 15-წლიან სასჯელს იხდიდა. საქმე ეხება თებერვალში ჩადენილ დანაშაულს.
კირაკოსიანმა დანაშაული აღიარა.
2023 წლის თებერვალში მას ოკუპირებული სოხუმის რაიონულმა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.