გაეროს უშიშროების საბჭომ სომხეთის მოწოდების საპასუხოდ საგანგებო სხდომა 16 აგვისტოს დანიშნა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას დაესწრება ნიუ-იორკში.
სომხეთის მთავრობა „გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევას ითხოვდა.
კერძოდ, სომხეთმა „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან და არცახში „ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით 12 აგვისტოს მიმართა.
ბაქო მთიანი ყარაბაღის ბლოკადას უარყოფს და ალტერნატიულ მარშრუტზე მიუთითებს.