შვედეთის მთავრობა უკრაინას 3,4 მილიარდი კრონის (314 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.
ამის შესახებ სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა განაცხადა.
„უკრაინელებს ძალიან სჭირდებათ დახმარების ახალი პაკეტები, პირველ რიგში საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები. ეს არის საბრძოლო მასალა ადრე მიწოდებული შვედური აღჭურვილობისთვის, ძირითადად CV 90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანისთვის. ასევე - Archer-ის ტიპის საარტილერიო იარაღისთვის.“
2022 წლის თებერვლიდან შვედეთმა უკრაინას 2,16 მილიარდი დოლარი გამოუყო, საიდანაც 1,67 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებაზე მოდის.