უკრაინელ ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს სახელმწიფომ $206 მილიონის ქონება ჩამოართვა

უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ 206 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები ჩამოართვა უკრაინის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს, რადგან მის კუთვნილ Regional Gas-ს დაქვემდებარებული კომპანიის კიდევ სამ მენეჯერს სახელმწიფოსგან გაზის ქურდობაში დასდეს ბრალი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, ბრალი წაუყენეს AT Kryvorizhgas-ის გამგეობის თავმჯდომარეს, AT Volyngas-ის საბჭოს თავმჯდომარეს და AT Chernihivgas-ის საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც 5,5 მილიონი დოლარის, 3,5 მილიონ დოლარზე მეტის და 6 მილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენებს სახელმწიფოს.


მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სახელმწიფომ სამ ეჭვმიტანილს 6,7 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.

ამ დროისთვის საქმეზე ბრალი 15 პირს, მათ შორის, კომპანია Regional Gas-ის მფლობელს აქვს წარდგენილი, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელები უკვე პატიმრობაში არიან.