შვედური საკისრების მწარმოებელი SKF-ი აცხადებს, რომ მის ქარხანას ლუცკში, უკრაინაში ღამით რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც სამი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„წუხელ, უკრაინის ქალაქ ლუცკზე თავდასხმა მოხდა და ჩვენი ქარხანა მოხვდა ამ თავდასხმაში. ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამი კოლეგა დაიღუპა,“ - განაცხადა SKF-ის სპიკერმა, კარლ ბიერნშტამმა.
ცნობისთვის, სამრეწველო საკისრების მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელს უკრაინაში დაახლოებით 1100 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა ლუცკის ქარხანაში მუშაობს.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო.