აშშ-ის ყოფილი პრეზოდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამარლის საქმეს, 2020 წლის არჩევნების გაყალბების მცდელობის საქმეზე ჯორჯიის შტატში, მოსამართლე სკოტ მაკაფი განიხილავს.
მაკაფი მანამდე ფულტონის ოლქის პროკურორის ფანი უილისის კაბინეტში მუშაობდა.
მაკაფი მოსამართლედ მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის ბრაიან კემპის მიერ.
მაკაფი მოსამართლე გახდა მას შემდეგ, რაც 2021 წლიდან მსახურობდა გენერალურ ინსპექტორად, იძიებდა ჯორჯიის შტატში აღმასრულებელი ორგანოების თაღლითობისა და გაფლანგვის საქმეებს. მანამდე ის საოლქო პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა.
ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, აშშ-ის ჯორჯიის შტატის საოლქო პროკურორმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ოლქში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა. ეს მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის მეოთხე საქმეა.