რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის კალუგის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს. უწყების განცხადებით, „თავდასხმის მცდელობას" ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 05:00 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა კალუგის ოლქზე სამი უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს," - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსმა ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს თვითმფრინავი კალუგას რეგიონში, რომელიც მოსკოვს ესაზღვრება.
რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე, რაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს შეტევაში მონაწილეობას.