ლიეტუვაში,იონავის, კაუნასისა და პრიენაის რაიონებში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საველე ტაქტიკური სწავლება - „Ferce Wolf“ გაიმართება.
ინფორმაციას ლიტვის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, წვრთნები 16-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
მებრძოლებს ტაქტიკური მარშის, დაზვერვის სხვადასხვა სახეობას, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის წარმოების და სხვა თავდაცვით ამოცანებს შეასწავლიან.
„წვრთნებში პროფესიონალი სამხედროები, წვევამდელები, თავდაცვის სისტემაში ინტეგრირებული მოხალისეთა გასამხედროებული სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.