ლიეტუვამ ბელორუსთან საზღვარზე მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახურა

ლიეტუვამ ოთხშაბათს გადაწყვიტა, რომ ბელორუსის საზღვართან მდებარე თავისი ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ორი დროებით დახუროს.

იუწყება Associated Press-ი. 

ლიტვის მთავრობამ განაცხადა, რომ ტვერეციუსსა და სუმსკასში გადასასვლელები დაიკეტება და მოძრაობა გადაინაცვლებს მედინინკაის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რომელიც ლიეტუვის ექვსი გამშვები პუნქტიდან ყველაზე დიდია.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიეტუველები რუსეთთან დაკავშირებული „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ბელორუსში ყოფნაზე სულ უფრო მეტად გამოთქვამენ შეშფოთებას.


პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა.


შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.

2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.