ჩეხეთმა აშშ-სთან ხელშეკრულება დაამტკიცა და საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ჯარის განთავსება გაამარტივა

ჩეხეთის რესპუბლიკამ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია დაასრულა.

შეთანხმების თანახმად, სამხედრო თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის გაღრმავდება და გამარტივდება აშშ-ის ჯარების განთავსების პროცესი ჩეხეთის ტერიტორიაზე. ამასთან, აშშ-ის ნებისმიერ განთავსებას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც დასჭირდება ჩეხეთის მთავრობისა და პარლამენტის თანხმობა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს, დოკუმენტი ადგენს საკანონმდებლო ჩარჩოებს ქვეყანაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებისთვის.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან ერთად, ხელშეკრულებას 23 მაისს, ვაშინგტონში მოაწერა ხელი.

აშშ-ს მსგავსი შეთანხმებები NATO-ს 24 სხვა წევრ ქვეყანასთანაც, მათ შორის პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან აქვს.