უკრაინამ შესაძლოა, ჩეხეთის მარაგებიდან დამატებით, Mi-24V/35-ის ტიპის ვერტმფრენები მიიღოს

უკრაინამ შესაძლოა, საბჭოთა წარმოების Mi-24V/35-ის ტიპის ვერტმფრენები ჩეხეთის მარაგებიდან მიიღოს, რადგან ჩეხეთის არმია მათ უახლესი ამერიკული მოდელებით ჩაანაცვლებს. იტყობინება მედია 17 ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით.


იანა ცერნოჩოვამ აღნიშნა, რომ Mi-24V/35-ის ტიპის ვერტმფრენებმა შესანიშნავი მომსახურება გასწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსალოდნელზე მეტხანს გამოიყენეს. 

ჩეხეთი აშშ-დან UH-1Y Venom-სა და AH-1Z Viper-ის ტიპის ვერტმფრენებს ელოდება.

2023 წლისთვის ჩეხეთის არმიას მარაგში 13 Mi-24V/35 ვერტმფრენი აქვს, თუმცა მათგან მხოლოდ 10 იყო აქტიურ გამოყენებაში.


პრაღამ შვეულმფრენების ნაწილი მათი რაოდენობის დაზუსტების გარეშე, უკრაინას გასულ წელს სამხედრო დახმარების სახით უკვე მიაწოდა. ივლისში პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პირობა დადო, რომ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად შვეულმფრენებს მიაწოდებდა.