გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა სამ კონტრაქტს, რომელიც უკრაინისთვის საერთო ჯამში 114 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებას გულისხმობს.
ნორვეგიულ კომპანია კონგსბერგთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის 71 მილიონი დოლარის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო სისტემის შეძენას ითვალისწინებს.
ასევე საუბარია CORTEX Typhon-ის სისტემაზე, რომლის მიწოდების შესახებ ნორვეგიელმა მწარმოებელმა ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა.
ორი სხვა გარიგება ასევე ითვალისწინებს საჰაერო თავდაცვას, მაგრამ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მათ შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს.
აღნიშნულია, რომ გარიგებები დაიდო საერთაშორისო ფონდის (IFU) ფარგლებში, რომელმაც ახლა 770 მილიონ ფუნტზე მეტი შეაგროვა უკრაინისთვის ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად.
ივნისში ცნობილი გახდა, რომ ფონდი დამატებით, 92 მილიონი ფუნტი სტერლინგით შეივსებოდა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად.