მედიის ცნობით, ნოვოროსიისკის პორტის სატვირთო ტერმინალში ძლიერი ხანძარია

ნოვოროსიისკის (რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორია) სატვირთო ტერმინალში მასშტაბური ხანძარია. ამის შესახებ ტელეგრამ არხი Shot-ი წერს.  ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე მუშაობს.

ცეცხლი 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, იუწყება კრასნოდარის ტერიტორიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური. იწვის ხის პაკეტები ტვირთის შესანახად. იწვის ხის პალეტები.