ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კანარის არქიპელაგზე, კუნძულ ტენერიფეზე ხანძარმა უკვე 2,6 ათასი ჰექტარი გაანადგურა. ოთხშაბათის შემდეგ 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რეგიონის ლიდერმა ფერნანდო კლავიომ ოთხშაბათს ღამით განაცხადა, რომ ხანძარი „უკონტროლო იყო". მან მეტი ადამიანის ევაკუაცია არ გამორიცხა.

„ეს არის ალბათ ყველაზე რთული ხანძარი, რაც ჩვენ გვქონდა კანარის კუნძულებზე ბოლო 40 წლის განმავლობაში,” - განუცხადა კლავიომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მობილიზებულია 370-ზე მეტი პერსონალი და 17 სახანძრო თვითმფრინავი.

ტენერიფეზე ტემპერატურა 30c გრადუსამდე მერყეობდა , რაც საშუალოზე მაღალია წელიწადის ამ დროისთვის. წელს ტყის ხანძრები სოფლიოს მრავალ ნაწილში, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკაში, ჰავაიზე, კანადასა და ევროპაში მძვინვარებს.