კანადის საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა პარასკევს გამოაცხადა სანქციები 15 რუსი ფიზიკური პირისა და სამი სუბიექტის წინააღმდეგ, რის მიზეზადაც პოლიტიკური ოპონენტების და კრემლის რეჟიმის კრიტიკოსების დევნას ასახელებს.
პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკოსების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალადობის მზარდი დონის საპასუხოდ, სანქციები რიგი ინსტიტუციების მიმართ ამოქმედდა, რადგან რუსეთი განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის, სასამართლო და საგამოძიებო კომიტეტის მაღალჩინოსნებს, ასევე სამ სასამართლოს, მათ შორის მოსკოვის ბასმანის რაიონულ სასამართლოს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ვლადიმერ კარა-მურზასა და ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესებში.
სანქცირებული პირები და სუბიექტები არიან რუსეთის მთავრობის, სასამართლო და საგამოძიებო კომიტეტის მაღალი თანამდებობის პირები, ასევე ფედერალური სასამართლოები, მათ შორის ცნობილი ბასმანის რაიონული სასამართლო - ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში რუსეთის ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ვლადიმერ კარა-მურზას და ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. ამ სანქციების დაწესებით, კანადა, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოქმედებს.
მთლიანობაში, 2014 წლიდან კანადამ სანქციები 2600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა რუსეთში, ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში.
ცნობისთვის, აშშ-მ 17 აგვისტოს დაწუსა სანქციები რუსეთის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, 2020 წელს მონაწილეობდნენ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მოწამვლაში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოთხ მოქალაქეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (FSB).