რუსეთი სამხედრო აეროდრომზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს უკრაინულმა დრონმა დაარტყა ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს, სადაც Х-22-ის ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენია განლაგებული.

რუსული მედიის ცნობით, იერიშისას აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა.

„დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან,“ - აცხადებენ სამინისტროში.


სხვა წყაროების, მაგალითად უკრაინული Focus-ის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე სულ მცირე 2 თვითმფრინავი დაზიანდა.

რუსული მხარე სამხედრო ობიექტზე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.

ნოვგოროდის ოლქი მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე.