ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, თავდასხმისას 110 ადამიანი დაშავდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილებს შორის 12 ბავშვია.

25 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა.

„მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათის დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილის და დანაკარგების დღედ გახადა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ახლობლებს,” - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რუსული ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს კონსოლიდაციისთვის.

„ასეთია მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ამის წინააღმდეგ ჩვენ მთელი მსოფლიო გავერთიანდით,“ - წერს ზელენსკი.