ბლინკენი: რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩერნიგოვის ცენტრზე რუსეთის მიერ გუშინ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მკაცრად გმობს.

უმკაცრესად ვგმობთ კიდევ ერთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი გულები დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს," - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

ბოლო მონაცემებით, ჩერნიგოვზე სარაკეტო თავდასხმისას 148 ადამიანი დაშავდა. 7 ადამიანი, მათ შორის შორის 6 წლის გოგო დაიღუპა.