აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
მისი ცნობით, შეთანხმება მომავალ თვეში გაფორმდება.
„ბაიდენი სექტემბრის შუა რიცხვებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტის დროს, ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს,“ წერს გამოცემა სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
POLITICO ფაქტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს მცდელობას უწოდებს.
„ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ხსნის კარს უფრო მჭიდრო დიპლომატიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის ყოფილ მტერთან - და ჩინეთის მეზობელ - ჰანოისთან“, - წერს გამოცემა.
თეთრი სახლი და ვიეტნამის საელჩო ვაშინგტონში, კომენტარს არ აკეთებენ.
„ვიეტნამი არ უერთდება აშშ-ის ჩინეთის წინააღმდეგ... ისინი სიამოვნებით აუმჯობესებენ ურთიერთობებს აშშ-სთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებენ - გააგრძელებენ პოზიციონირებას ძალიან ფრთხილად,” - განაცხადა სკოტ მარსიელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, რომელმაც ჰანოიში 1993 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ოფისი გახსნა.
ახლა აშშ ჰანოის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.