მედია: ნეიტრალური ქვეყის, ირლანდიის შეიარაღებული ძალების 30-მდე წევრი უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნის

ირლანდიის შეიარაღებული ძალების 30-მდე წევრი უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნებს ჩაატარებს. იუწყებIrish Times-ი. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. 

განცხადებაში ქვეყნის მთავრობა განმარტავს, რომ დუბლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღს არ აწვდის.


„ირლანდიის სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ხასიათდება სამხედრო ალიანსებში, ერთობლივ თუ ორმხრივ თავდაცვის შეთანხმებებში ჩვენი არმონაწილეობით,“ - ნათქვამია განცხადებაში.

„ჯარისკაცების საბაზისო სამხედრო მომზადება, მათ შორის, წვრთნები არ იმოქმედებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე,“ - განაცხადა მთავრობამ.


ირლანდიელმა სამხედროებმა ნაღმების გაწმენდასა და ბომბების განადგურებაში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა მაისში დაიწყეს.

ახლა კი, ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნები იწყება.