Europetime-თან გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი, ნინო წვერავა აცხადებს, რომ ხვალ, 22 აგვისტოს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი - როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში.
ნინო წვერავას თქმით, დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა +33 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონიდან გამომდინარე არის ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
„აღმოსავლეთ საქართველოში +32-27 გრადუსს, თბილისში კი, 36 გრადუსს ველოდებით. 23, 24, 25 აგვისტოს შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში + 31 - 36 გრადუსის ფარგლებში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +28-33 გრადუსის ფარგლებში დარჩება.
ამ მაღალი ტემპერატურის ფონიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. თბილისში 22 აგვისტოს მოსალოდნელია +36 გრადუსი, 23 აგვისტოს + 37 გრადუსი, 24 აგვისტოს + 36 გრადუსი.
25 აგვისტოდან ტემპერატურა ნელ-ნელა დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ვფიქრობთ, +28-33 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება +28-33 გრადუსი,“ - განუცხადა ნინო წვერავამ Europetime-ს.
მოსალოდნელია, რომ შედარებით გრილი ამინდი 28 აგვისტომდე შენარჩუნდება.