პოლონეთმა სამხრეთ კორეისგან პირველი K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო სისტემა მიიღო

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ვარშავამ სამხრეთ კორეიდან პირველი K239 Chunmoo-ს ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა მიიღო.
 
„პირველი კორეული K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო გამშვები ახლახან ჩამოვიდა პოლონეთში. დამონტაჟდა პოლონურ Jelcz-ის სატვირთო მანქანაზე. მეტი გამშვები ჩამოვა ამ წლის ბოლოს,“ - წერს ბლაშჩაკი Twitter-ზე.

 
2022 წლის ოქტომბერში პოლონეთმა 288 Chunmoo-ს მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
 
K239 Chunmoo არის სარაკეტო საარტილერიო სისტემა, რომელიც მოძველებული K136 Kooryong-ის ჩანაცვლების მიზნით, 2013 წელს შეიქმნა.