შეიარაღების შესყიდვის ფარგლებში, პოლონეთისა და სამხრეთ კორეას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ვარშავა, აზიური ქვეყნისგან 288 ერთეულ K239 Chunmoo-ს ტიპის რეაქტიულ ზალპურ ცეცხლის სისტემას შეიძენს.
მანამდე პოლონეთმა, სამხრეთ კორეასთან ტანკებისა და ჰაუბიცების ხელშეკრულება გააფორმა.
სისტემები კომპანია Hanwha-ს ნაწარმია.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა შეიარაღების გაუმჯობესება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 48 ერთეულ FA-50 ტიპის ავიაგამანადგურებლებს შეიძენს.