ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მორიგი 1,5 მილიარდი ევროს ტრანში გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდნტმა განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო. დღეს ჩვენ უკრაინას ახალი 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ,“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ის დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის საბერძნეთში შეხვდა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერების არაფორმალური სამიტი იმართება.
„გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად და ეკონომიკური დახმარების უზრუნველსაყოფად,“ - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.