23 აგვისტოს მშვიდობის ხიდთან გაიმართა უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი „ფლეშმობი.“
უკრაინის 32-მეტრიანი დროშა უკრაინის ეროვნული ჰიმნის ფონზე გაშალეს.
„32 სიმბოლური ციფრია, და ნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს. ჩვენ ერთად გავშლით 32 მეტრის სიგრძის დროშას, როგორც სიმბოლოს იმისა, რომ უკრაინა 32 წლის განმავლობაში ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მათ შორის მეგობრების წყალობით მთელი მსოფლიოდან,“ - ამბობენ ფლეშმობის ორგანიზატორები, რომლებიც აანონსებდნენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტვივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.
ფლეშმობი 23 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყო.
ღონისძიების ორგანიზატორია ორგანიზაცია ქართულ-უკრაინული პლატფორმა.