პირველად იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები (MSDF) აშშ-სა და კანადის საზღვაო ფლოტებთან ერთად, წვრთნებს კურილის კუნძულების სანაპიროებთან ატარებს. იაპონური პრესის ცნობით, წვრთნების მიზანია, წარმოაჩინოს იაპონიის ერთიანობა მოკავშირეებთან პოტენციური რუსული საფრთხის ფონზე.
- ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც MSDF-ის გემი კურილის კუნძულებთან წვრთნებში ერთვება.
იაპონიის საზღვაო ძალების პრესრელიზში ნათქვამია, რომ იაპონიას, კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი პირობაა თავისუფალი და ღია წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.
როგორც BBC წერს, წვრთნები (Noble CHINOOK) ჰონშუს კუნძულის სამხრეთ ნაწილამდე ტარდება. წვრთნები 21 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ იაპონური საზღვაო ფლოტის ხუთი ხომალდი, მათ შორის იაპონური ფლოტის ფლაგმანი, Hyuga-ს კლასის გამანადგურებელი.
შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელი Benfold, კანადამ - Halifax-ის კლასის ფრეგატები და სხვა.
მოკავშირეები ყურადღებას ამახვილებენ საწვრთნელ ამოცანებზე, როგორიცაა ზედაპირული სამიზნეების ძებნა და განადგურება და ვერტმფრენების დაშვება ერთმანეთის გემებზე, იტყობინებიან წყაროები წვრთნების შტაბში.
ასევე გაეცანით: