კურილის კუნძულები (ჩრდილოეთ ტერიტორიები) იაპონიის ტერიტორიაა, მაგრამ ამჟამად არალეგალურად არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ტერიტორიების საკითხი იაპონიასა და რუსეთს შორის ყველაზე დიდი შეშფოთების საგანია.
მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოზიცია ჩრდილოეთ ტერიტორიებზე მომავალში არ შეიცვლება.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილის კუნძულების (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ), იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას გასულ წელს მოაწერა ხელი.
„დღეს მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული.
უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას. ამის შესახებ განცხადება უმაღლეს რადაშიც კეთდება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.
ასევე წაიკითხეთ