ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, რათა ხვალ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდეს. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს.
„დაბრუნდით კიევში, რათა აღვნიშნოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მოძმე უკრაინელ ერთან ერთად. უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე მას დასჭირდება!" დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
ლიეტუვის პრეზიდენტი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც უკრაინისთვის დახმარების და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იქნება განხილული.
23 აგვისტოს, უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს.
თანამედროვე დროში უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა პირველად, 1990 წლის 14 მარტს ლვოვის ოლქის სტრიის მერიაზე აღიმართა. კიევში ეროვნული დროშა მერის ოფისის თავზე 1990 წლის 24 ივლისს აღმართეს.
„რუსული აგრესიის დაწყებისთანავე უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. წლევანდელი ეროვნული დროშის დღე უკრაინაში მასობრივი შეკრების გარეშე აღინიშნება რუსეთის თავდასხმების მუდმივი საფრთხის გამო,“ - წერს უკრაინული მედია.