უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელუ და სოუზა ჩავიდა.
ის ომის შედეგად განადგურებულ ქალაქ ბუჩას ეწვია. ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ეს პორტუგალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.
მარსელო რებელუ და სოუზას თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს წელი უკრაინისთვის განსაკუთრებულია იმიტომ, რომ გრძელდება კონტრშეტევა, რომელიც მისი სუვერენიტეტის დასტურია.
პორტუგალიის პრეზიდენტი კიევში რკინიგზით ჩავიდა. მის დელეგაციაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა თანამდებობების პირები შედიან.