23 აგვისტოს, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ ოლენოვკას მახლობლად, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დიდი და საშუალო დისტანციის რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა S-400 Triumph გაანადგურა.
ინფორმაციას უკრაინულ მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქებისას მთლიანად განადგურდა თავად ინსტალაცია, მასზე დამონტაჟებული რაკეტები და პირადი შემადგენლობა. რუსეთის არსენალში ასეთი კომპლექსების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე.
„მტრის არსენალში ასეთი კომპლექსების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მტკივნეული დარტყმაა დამპყრობლების საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს ოკუპირებულ ყირიმში შემდგომ მოვლენებზე,“ - აღნიშნა სადაზვერვო სამსახურმა.