გამოცემა Ukrainska Pravda უკრაინის სამხედრო დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ რუსული MI-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის ტერიტორიაზე შეიტყუა.
- მედიის ცნობით, უკრაინული სამხედრო დაზვერვა ოპერაციას 6 თვეზე მეტი განმავლობაში ატარებდა. სპეცოპერაცია რუსი პილოტის გადაბირებით დასრულდა.
კერძოდ, ვერტმფრენი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს შორის ფრენას ასრულებდა. მას Su-27-ისა და Su-30-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ნაწილები გადაჰქონდა.
პილოტთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებმაც არ იცოდნენ, სად მიფრინავდა სინამდვილეში ვერტმფრენი.
სპეცოპერაციის ფარგლებში ჯგუფმა ეკიპაჟის წევრები გაანეიტრალა. რუსული ხომალდი საბოლოოდ ხარკოვის ოლქში დაჯდა.
გადაბირებული პილოტი უკრაინაში დარჩა, სადაც მისი ოჯახის წევრებიც გადაიყვანეს.
ახლა პილოტი და მისი ოჯახი უკრაინაში იმყოფებიან.
Ukrainska Pravda-ს წყაროები ამბობენ, რომ ვერტმფრენი ახლა კიევშია.