ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში „ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და ამავე სამხედრო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ.
ბორტზე მყოფთა სიას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (“როსავიაცია”) ავრცელებს.
„გარდაცვლილები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ასევე, ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.“