პოდოლიაკი: პროგოჟინმა საკუთარი „სიკვდილის ორდერს“ ხელი თავად მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ვაგნერის“ ლიდერის, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნას ეხმაურება.

მისი შეფასებით, ნათელია, რომ პუტინის „თავის ცხოველურ ტერორს არავის პატიობს.“

„ის მომენტს ელოდა. აშკარაა, რომ პრიგოჟინმა საკუთარი თავისთვის სპეციალურ „სასიკვდილო ორდერს“ მოაწერა ხელი, როდესაც ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიებისა“ და პუტინის აბსურდული „საპაიო სიტყვის“ ირწმუნა,“ - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.


პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინისა და „ვაგნერის” ხელმძღვანელობის დემონსტრაციული განადგურება აჯანყების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ, პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი 2024 წლის არჩევნების წინ: „ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის.” 

პოდოლიაკის შეფასებით, ეს ასევე სიგნალია რუსი სამხედროებისთვის.


რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. International Aviation-ის მიხედვით, Legacy 600 ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა