უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა.
ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
„ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!" - წერია საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 50 ქართველი სამხედრო დაიღუპა.