უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ 41 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტიის შესახებ გამოაცხადა.
ახალი პაკეტი შეიცავს საბრძოლო მასალას, შაშხანებს, საზღვაო სამეთვალყურეო სარადარო სისტემებს, გენერატორებს, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და სხვა.
უკრაინა ასევე მიიღებს NASAMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების გამშვებებს.
„ლიეტუვა აგრძელებს უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინისსადმი, რომელიც დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ვილნიუსმა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსუსკასმა.