უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ყირიმის გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა." უფრო კონკრეტულად, ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას: ნიშნავს თუ არა უკრაინის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია ყირიმში ნახევარკუნძულის დეოკუპაციის დაწყებას.
„ეს ჩვენი ბიჭები არიან. ჩვენი მხრიდან მსხვერპლი არ არის. ეს არის ის, რისი განხილვაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელთან ტელეფონით შევძელი,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კირილ ბუდანოვისგან დეტალურ ანგარიშს ელოდება.