H&M უკრაინაში ბრუნდება

შვედურმა გიგანტმა H&M-მა უკრაინაში მაღაზიების ხელახლა გახსნის გეგმების შესახებ გამოაცხადა. H&M-ის უკრაინული მაღაზიები 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაიხურა.

„პარტნიორებთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო დიალოგის საფუძველზე, კომპანია გეგმავს, ქვეყანაში ნოემბრიდან მეტი მაღაზია „ეტაპობრივად გახსნას,“ ნათქვამია H&M Group-ის პრესრელიზში.


ჯგუფმა 2022 წლის მარტში გამოაცხადა, რომ გაყიდვები რუსეთში „დროებით“ შეაჩერა. 2022 წლის ივლისში H&M Group-მა განაცხადა, რომ რუსულ ბაზარს მთლიანად დატოვებს. 

H&M ჯგუფმა ბოლო დარჩენილი მაღაზიები რუსეთსა და ბელორუსში 2022 წლის ნოემბერში დახურა. H&M ჯგუფი ასევე ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა, COS-ი Arket-ი და Weekday.