გასული წლის 24 თებერვალს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდეგ, 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა ან დაასრულა თავისი ბიზნეს საქმიანობა რუსეთში, მაგრამ ზოგიერთი ფირმა მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის მიზნით, დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დააკისრა.
აშშ-ში დაფუძნებული იელის უნივერსიტეტის ანგარიშმა ახლა აჩვენა, რომ ათობით კომპანია რჩება რუსეთში და აგრძელებს საქმიანობას. ისინი ძირითადად, ჩინეთიდან არიან: მათ შორის Air China, Alibaba, China Mobile, Agricultural Bank of China, Honor, Oppo, Tencent და ZTE.
ასევე: 27 გერმანული ფირმა, მათ შორის AnyDesk Software, Claas, Globus, Hoffman Group და Siemens Healthineers.
27 ამერიკული კომპანია: მათ შორის Quicksilver, Cloudflare, Sbarro Pizza, Riot Games, Tupperware, Valve და Guess.
მოქმედ კომპანიებს შორის არის თითქმის 30 ფრანგული ფირმა, 12 იტალიური, 7 ბრიტანული და 5 ესპანური.
მანამდე, Brand Finance-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ ბევრმა მსხვილმა დასავლურმა ბრენდმა შეაჩერა თავისი საქმიანობა. Amazon-მა თავისი ოპერაციები რუსეთში 2022 წლის 9 მარტს შეწყვიტა, ხოლო Apple-მა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა ტოპ ბრენდების სიაში, ასევე შეაჩერა ყველა ოფიციალური გაყიდვები რუსეთში 2022 წლის 2 მარტიდან.
მესამე ყველაზე ღირებული ბრენდი, Google-ი ასევე აჩერებს ზოგიერთ სერვისს ქვეყანაში 2022 წლის მარტში, როგორიცაა სარეკლამო და აპლიკაციების ბაზარი.