ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა ფულტონის ოლქის ციხეში, საიდანაც 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მას სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.
ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ციხის ჩანაწერებში აღნიშნულია, როგორც დაკავებული პირი #P01135809.
ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში ციხეში ყოფნას საშინელი და ძალიან სამწუხარო გამოცდილება უწოდა.
„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებ და ახლა უკვე ოთხჯერ მაქვს ბრალი წაყენებული," - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ტრამპს ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული.