ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის „ეფესბეს" (ფედერალური უშიშროების სამსახურის) სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით ლატვიის ოთხი მოქალაქე დააკავა.
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ რუსეთის სპეცსამსახურების სახელით "განახორციელეს საქმიანობა, რომელიც უკავშირდებოდა სხვა პირთა მოქმედების თავისუფლებას, ხელშეუხებლობას, ეკონომიკურ, სოციალურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას."
გამოძიების დროს ცენტრალურმა უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა 14 ადგილზე, რის შედეგადაც ამოღებულია საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად საჭირო არაერთი მოწყობილობა და დოკუმენტი. მათ შორის, როგორც უსაფრთხოების სამსახური ეჭვობს, არსებობს მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს უკანონო ოპერატიული საქმიანობისთვის.