პოლიციამ ესპანეთში ბანანის ტვირთი დააკავა, რომელშიც რეკორდული, 9,5 ტონა კოკაინი ოპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პოლიცია ამბობს, რომ 9,5 ტონა კოკაინი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა ერთ კონტეინერში. ნარკოტიკული საშუალება ეკვადორიდან ესპანეთის ქალაქ ალხესირასის პორტში გადაზიდულ ტვირთში იპოვეს.
პოლიციას არ დაუსახელებია ორგანიზაცია ან ევროპაში მოქმედი კრიმინალური ქსელები, რომლებიც კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. განმარტეს, რომ ნარკოტიკული საშუალება 23 აგვისტოს სამაცივრე კონტეინერში იპოვეს.