უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა.
ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა.
„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: სამშვიდობო ფორმულა, მზადება გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის, რისკები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ბლოკადასთან,“ - წერს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა თურქეთს უკრაინის მუდმივი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება.
- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას 25 აგვისტოს ეწვია