თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ჰაკან ფიდანი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. შეხვედრის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა და შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილეა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები.მზადება გლობალური მშვიდობის სამიტისთვის და მშვიდობის ფორმულა. რუსეთის საფრთხეები შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის მიმართ. მადლობა თურქეთს თანმიმდევრული და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ,“ - წერს ზელენსკი.


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჰაკან ფიდანი უკრაინას პირველად ეწვია. მან მინისტრის პოზიცია არჩევნების შემდეგ ივნისში დაიკავა. მანამდე ფიდანი დაზვერვის სამსახურს ხეოლმძღვანელობდა.


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.


შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ: