დრონის შეტევის ფონზე, მოსკოვში ყველა აეროპორტი დაიხურა

რუსული მედია იუწყება, რომ 26 აგვისტოს ღამით მოსკოვის აეროპორტებში ყველა ფრენა შეწყდა. ხელისუფლებამ მოსკოვის ყველა აეროპორტში შემავალი და გამავალი ფრენები შეაჩერა. მიზეზი სავარაუდოდ, კვლავ დრონების შეტევის საფრთხე გახდა, რადგან დაახლოებით ამ დროისთვის, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. სობიანინის თქმით, დრონი ისტრას ოლქში განადგურდა.


მისი თქმით, წინასწარი მსხვერპლი არ არის და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ.

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტევოს აეროპორტებში სულ მცირე 24 ფრენა გადაიდო, რვა კი გაუქმდა. მოსკოვის აეროპორტები ბოლო დროს არაერთხელ დაიხურა დრონების შეტევის გამო. 22 აგვისტოს მოსკოვის რეგიონის ყველა აეროპორტი თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ ცნობების გამო დაიხურა.


  • რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.