იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს

იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები გამართეს.

სწავლებაში მონაწილეობდნენ იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების უდიდესი გამანადგურებელი Izumo და გამანადგურებელი Samidare.


იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი იაპონური ხომალდი მანილის პორტში პარასკევიდან, მომავალ ხუთშაბათამდე გაჩერდება. სწავლებაში ასევე ჩართულები იყვნენ აშშ-ის საზღვაო ძალების ზღვისპირა საბრძოლო ხომალდი Mobile, ავსტრალიის ამფიბიური თავდასხმის გემი Canberra, ფრეგატი Anzac და F-35A-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები. ასევე - ფილიპინების საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი Davao Del Sur-ი.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლების მიზანია „თანამშრომლობის გაძლიერება თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.“


იაპონიის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ფილიპინების თავდაცვის მინისტრები ივნისში სინგაპურში პირველად შეხვდნენ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამ თვის დასაწყისში ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის გემებზე წყლის ჭავლით თავდასხმაში დაადანაშაულა.