NATO-ს მაღალი რანგის რამდენიმე სამხედრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ, ვალერი ზალუჟნისთან პოლონეთის საზღვარზე შეხვერდა გამართა. Guardian-ის ინფორმაციით, შეხვედრა 11 დღის წინ გაიმართა. გენერალ ზალუჟნისთან გამართული შეხვედრის შესახებ თავად ენტონი რადაკინმაც დაწერა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში მიუთითებს, რომ 5-საათიანი შეხვედრის მთავარი თემები იყო კონტრშეტევა და გეგმები 2024 წლის ზამთრისთვის.
„რუსეთი არასათანადოდ აფასებს უკრაინის მედეგობას, განგრძობად სამხედრო სიძლიერესა და პროფესიონალიზმს და მოკავშირეების სოლიდარობას,“ - წერს ბრიტანეთის არმიის სარდალი.
Guardian-ის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანი სამეთაურო შტაბი, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი კრისტოფერ კავოლი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი, ტონი რადაკინი.
„ხუთსაათიანი შეხვედრის მიზანი უკრაინის სამხედრო სტრატეგიის გადახედვა იყო,“ - წერს გამოცემა.
მისივე თანახმად, „დღის წესრიგის მთავარი თემა იყო, რა უნდა გაეკეთებინა უკრაინას კონტრშეტევის პროგრესის შეჩერების შესახებ, ასევე საბრძოლო გეგმები მომავალი დამღლელი ზამთრისთვის და გრძელვადიანი სტრატეგია, ვინაიდან ომი გარდაუვლად უახლოვდება 2024 წელს.“
როგორც Guardian წერს, შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა უკრაინელი სამხედროები ძალისხმევის კონცენტრირებას ზაპოროჟიეს მიმართულებასა და აზოვის ზღვისკენ გასასვლელზე აკეთებენ.
გამოცემა წერს, რომ მანამდე რადაკინი ჩასული იყო კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. უცნობია კონკრეტული ადგილი.
„რუსეთი არასათანადოდ აფასებს უკრაინის მდგრადობას, განგრძობად სამხედრო სიძლიერესა და პროფესიონალიზმს და მოკავშირეების სოლიდარობას“, - აღნიშნავს ტვიტერზე ბრიტანეთის არმიის სარდალი.
უკრაინულმა ძალებმა ამ ზაფხულს გააძლიერეს შეტევითი მოქმედებები ზაპოროჟიეს რეგიონში. ბრძოლები მიმდინარეობს ორ ფრონტზე - მელიტოპოლსა და ბერდიანსკის მიმართულებაზე. ცოტა ხნის წინ უკრაინის დამცველები რობოტინოს დასახლებაში შევიდნენ.
სამხრეთის ფრონტზე - ქალაქ ტოკმაკისკენ უკრაინელი სამხედროების წინსვლის ფონზე, 25 აგვისტოს СNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.