მალიარის თქმით, უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ, დაიწყეს მოქალაქეების ევაკუაცია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში შევიდნენ, მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

ანა მალიარის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რაბოტინოში ბრძოლით შეაღწიეს და საპასუხოდ რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ სოფელს.

„47-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა, რომლებმაც სოფელ რაბოტინოში შეაღწიეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ. უკრაინელი მებრძოლები დაგეგმილ საბრძოლო სამუშაოებს აწარმოებენ და მტერს ანადგურებენ. საპასუხოდ, რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ რაბოტინოს არტილერიით. ბრძოლა გრძელდება,“ - აღნიშნა მალიარმა.